სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს განაგრძობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა ამჯერად შეხვედრა „მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა" და „მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების" თემებზე გამართა.

„ლია გიგაურმა ისაუბრა საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფების მუშაობისა და თემატური შეხვედრის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მნიშვნელობაზე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი შესრულების თვალსაზრისით. მან აქცენტი გააკეთა 2023-24 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების დინამიკაზე.

საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამთავრობო კომისიის წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და მიღწეული შედეგების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო საზოგადოებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით განხორციელებულ ღონისძიებებზე მოკლე ანგარიში წარუდგინეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალი ამბების მშობლიურ ენაზე მიწოდებასთან დაკავშირებით როგორც ტელევიზიით, ასევე ვებგვერდის საშუალებით. ასევე აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონულ მედიებს თავის კონტენტს სრულიად უსასყიდლოდ უზიარებს, რაც თავის მხრივ, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ზრდის.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილე არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერისა და გაძლიერების აქტუალურ საკითხებზე, წარმოადგინეს რეკომენდაციები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს 6 საკონსულტაციო თემატური სამუშაო ჯგუფი: ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა, განათლება და სახელმწიფო ენა, ინტერკულტურული დიალოგის წახალისება.

საკონსულტაციო თემატური სამუშაო ჯგუფები წარმოადგენს პლატფორმას კონკრეტული თემატური მიმართულებებით განხილვებისა და ინტერაქციის, რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის და მიზნად ისახავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო