მოძრაობამ „გამოვა“ პარლამენტთან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გამართა

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის სახელმწიფო საზღვრის დახურვისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნით, მოძრაობა "გამოვას" ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართა.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ჩვენი ისტორიისა და ოკუპანტ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში „მასობრივ შემოდინებაზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს“.

"დროა ამ ქვეყანამ გადახედოს პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ღია კარის პოლიტიკა ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ისინი არ არიან არც ტურისტები და არც ინვესტიციების მომტანნი, ისინი არიან რუსული იმპერიალიზმის კოლექტიური საცეცი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა აქციის მონაწილე ირაკლი ხვადაგიანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა