ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა “საზღვრის“ დაცვის პროცედურებში ცვლილებები შეიტანა, რითაც დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება გახდება შესაძლებელი

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. ამის შესახებ „რესი“ იუწყება.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვისას, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება.

შესაბამისი ანგარიში ოთხშაბათს „მთავრობის სხდომაზე“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ალიხანტიმ გააკეთა.

„ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არ არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება“, - აღნიშნა მან.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით