საქართველოს ბიზნესასოციაციაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვიპროსში გაიმართა ასოციაციაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რის საფუძველზეც გადაწყდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნა, რომლის თავმჯდომარედ კომპანია Wondernet-ის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

ასევე, ცვლილებაა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ კი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ნინა კობახიძე საბჭოს ახალ წევრად აირჩიეს, რომელიც სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, და ამავდროულად, 2019 წლიდან BAG-ის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ასევე, სხდომაზე მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ, თორნიკე კუჭავა აირჩიეს, რომელიც სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საინვესტიციო დირექტორია, ხოლო ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ ელენე მაჭავარიანი, „სილქ ჰისფითალითის“ აღმასრულებელი საოპერაციო დირექტორი.

ინფორმაციის თანახმად, სხდომის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ასოციაციის საქმიანობის ბოლო 6 (ექვსი) თვის ანგარიში გააცნო, რომელიც საანგარიშგებო პერიოდში, ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას ეხებოდა. ასევე, დეტალურად განიხილეს ასოციაციის წევრობაზე წარდგენილი ახალი განაცხადები, რის შედეგადაც, გადაწყდა, რომ ასოციაციაში ოთხ ახალ კომპანიას მიეცემა გაწევრიანების საშუალება.

„საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორც ახალი კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე საბჭოს შემადგენლობის ზრდის თვალსაზრისით. მინდა წარმატება ვუსურვო ნინა კობახიძეს საქმიანობაში, ასევე წარმატებებს ვუსურვებ კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს. დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება