გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პირველი ქართულენოვანი ბიზნესსიმულატორის ჩემპიონატი მოსწავლეებისათვის დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პირველი ქართულენოვანი ბიზნესსიმულატორის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც თავიანთი უნარები და სამეწარმეო ალღო იმიტირებულ ბიზნესგარემოში გამოსცადეს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პირველი ქართულენოვანი ბიზნესსიმულატორი შემუშავებულია სასწავლო მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ.

„ეს არის ინოვაციური კონკურსი, რომელიც შექმნილია ბიზნესის მართვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, იმ გამოწვევებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების სიმულაციაში, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან სხვადასხვა ინდუსტრიაში.

ჩემპიონატის მსვლელობისას მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამოცდილი ბიზნესპროფესიონალები და ფაკულტეტის წევრები.

ჩემპიონატში მიღწეული საუკეთესო შედეგისათვის 5 მოსწავლეს გადაეცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 20%-იანი სასწავლო გრანტი და ვაუჩერი პრაქტიკული ინგლისურის სრული კურსი გასავლელად, რომელსაც სექტემბრიდან გაუძღვება საგანგებოდ მოწვეული ამერიკელი პროფესორი.

პროექტის ყველა მონაწილემ სერტიფიკატი მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის