რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინური წესით კათოლიკურ ეკლესიას, ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინური წესით კათოლიკურ ეკლესიას, ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს ულოცავს.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, 29 ივნისს, კათოლიკური ეკლესია პეტრე - პავლობას დღესასწაულობს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინური წესით კათოლიკურ ეკლესიას, ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება