თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი უეფას იურიდიული კომიტეტის წევრი გახდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებითაც, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უეფას იურიდიული კომიტეტის წევრი იქნება. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკაკი ალადაშვილი სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელიც უეფას კომიტეტებს შეუერთდა.

„აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომიტეტის წევრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომა 26 სექტემბერს კვიპროსში, ლიმასოლში, გაიმართება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის