ირაკლი ზარქუა - მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა წმინდაა და როცა მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ ამას ქმედებები შეიძლება მოჰყვეს - როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ

საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანი და წმინდაა და როცა შენ მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ ამას ქმედებები შეიძლება მოჰყვეს - სიტყვას, პოზიციას ყველამ უნდა გავუფრთხილდეთ და როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ აღნიშნა ისიც, რომ ძალადობა დასაგმობია და ის რაც მოხდა, მიუღებელია.

„რაც არ უნდა განსხვავებული და მიუღებელი აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, ფიზიკური ანგარიშსწორების უფლება არა გვაქვს, თუმცა აქვე დავძენ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენს განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

ძალადობა არ მომწონს, მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის. ასეთი არის არმია - მთელი საქართველოს მოსახლეობაა, ვინც შეებრძოლება მას, ვინც პატრიარქს, ადათ-წესებს აუგად მოიხსენიებს და სულში ჩაგვაფურთხებს.

ბუნებრივია, საზოგადოებას ამაზე რეაგირებას ექნება. შემდეგ რომ დადიან ჩივიან, ამას სჯობს მოზომო, რას საუბრობ, როგორ საუბრობ და ვის ესაუბრები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო