თინა ბოკუჩავა - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება“, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება", მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი აღდგეს.

მისი თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაშიც ცდება.

"ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდათ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩმა ოფიციალური დემარში გამოუცხადა ქვეყანას, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის "ოცნება" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ პუტინის საამებლად რომლისთვისაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაციაში ყოფნის პირობებში, ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიება, დარწმუნებული ვარ მზად არის ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სწორედ აქ ცდება ივანიშვილი, როცა ქვეყნის ღია რუსფიკაციის ფონზე ჰგონია, რომ ნებისმიერი გაყალბების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის