ფინანსთა მინისტრი სანქციების კოორდინატორების ვიზიტზე - ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით

ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის შედეგებით, სანქციებთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ყველა ბრალდებას გაეცა შესაბამისი პასუხი.

„დასრულდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორების ვიზიტი საქართველოში. ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე საქართველოსთვის. ცხადად იქნა შეჯერებული პოზიცია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც შესაძლებელია იყოს აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავება პოზიციებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე, მიღებულ შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ ძალიან ბევრი განცხადება, იმ ყალბი ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ხშირად ვრცელდებოდა პრესაში და სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. ყველა ამ ბრალდებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეცა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება