არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე - ცდილობს, პერიოდულად სენსაციური განცხადებებით შეინარჩუნოს ყურადღება და თავი წარმოაჩინოს მსოფლიო ლიდერად

ეს უბრალოდ პოლიტიკური ფანდია - [მიხეილ სააკაშვილი] ცდილობს, პერიოდულად ასეთი სენსაციური განცხადებებით შეინარჩუნოს ყურადღება და თავი წარმოაჩინოს მსოფლიო ლიდერად - ეს არის და ეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის ერებისადმი მის მოწოდებას.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი პატიმრობაშია და ეს ეს პოლიტიკოსისთვის „სერიოზული დისკრედიტაციაა“.

„ეს უბრალოდ პოლიტიკური ფანდია. სააკაშვილი პასუხისგებაშია მიცემული კონკრეტული დანაშაულებისთვის, ის პატიმრობაშია. ეს პოლიტიკოსისთვის სერიოზული დისკრედიტაციაა, მითუმეტეს ისეთი ადამიანისთვისაც, ვისაც თავი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და რეფორმების ფლაგმანად მოჰქონდა. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რას წარმოადგენდა ის და მისი გუნდი, ამიტომ ცდილობს, პერიოდულად ასეთი სენსაციური განცხადებებით შეინარჩუნოს ყურადღება და თავი წარმოაჩინოს მსოფლიო ლიდერად - ეს არის და ეს. ამაზე უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება არც კი შეიძლება “,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართა.

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე... შექმენით წინააღმდეგობის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და, რა თქმა უნდა, უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისათვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით