საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 307 სტუდენტს სერთიფიკატები გადასცეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილებამ, სხვადასხვა ფაკულტეტის 307 სტუდენტს სერთიფიკატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე და სტუდენტები.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა.

როგორც კანცლერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტში კარიერული განვითარების განყოფილება ერთი წლის წინ შეიქმნა. ამ პერიოდში განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით უნივერსიტეტსა და სხვადასხვა კომპანიას შორის გაფორმდა 10 მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც პოტენციურმა დამსაქმებლებმა უნდა ითანამშრომლონ უნივერსიტეტთან. ერთი წლის განმავლობაში კარიერული განვითარების განყოფილების მიერ ერთი დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ასევე, 21 სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ტრენინგ-სემინარები, საჯარო ლექციები და სტუდენტების დამსაქმებლებთან შეხვედრა.

„კარიერული განვითარების განყოფილება 30 ივნისს ატარებს ფართომასშტაბიან დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს, როგორც კერძო სექტორი, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურები. ანალოგიური ფორუმი შარშანაც ჩატარდა, რა დროსაც 100-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა. წელს დამსაქმებელთა დაინტერესება გაიზარდა. თუ შარშან 60-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ფორუმში, წელს 105-მა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციამ გამოთქვა ფორუმში მონაწილეობის სურვილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტის დასაქმებასა და კარიერული ზრდისთვის აუცილებელია ტრენიგ-სემინარები, რომელსაც კარიერული განვითარების განყოფილება ატარებს და სამომავლოდ ჩაატარებს. წარმატებები მინდა ვუსურვო როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე სტუდენტებს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო ქათამაძის თმით, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგ -სემინარი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის 600-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, თუმცა, სრული კურსი 307-მა სტუდენტმა გაიარა.

„სერთიფიკატები გადაეცათ სხვადასხვა ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც ორდღიანი ტრენინგ-სემინარის სრული კურსი გაიარეს. ტრენინგ-სემინარის დასრულების შემდეგ, შევადგინეთ კითხვარი, რომელის მიზანი იყო, გაგვეგო სტუდენტების ინტერესის შესახებ, რათა სამომავლოდ მათ მიერ შერჩეულ თემებზე ჩავატაროთ ტრენინგი. რექტორატთან, აკადემიურ პერსონალთან განვიხილავთ ამ საკითხებს და სამომავლოთ, მომავალი სასწავლო წლისთვის დავგეგმავთ სემინარებს. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტის კარიერული განვითარებისთვის, დასაქმებისთვის. სწორედ სტუდენტის წინსვლას ემსახურება ჩვენს მიერ ჩატარებული თითოეული სემინარი, ტრენინგი, დასაქმების ფორუმი, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალ თაობას“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა