მიშა მშვილდაძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე პოლიციაში დაიბარეს.

როგორც მშვილდაძემ „ფორმულასთან“ განაცხადა, მასზე მოხდა ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურები და სუს-ი მონაწილეობენ.

ამასთან, მისივე თქმით, შეეცდება, რომ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიებას სრული სურათის დანახვაში დაეხმაროს.

„მთავარი მოტივაციაა დავეხმაროთ გამოძიებას, რომ დანაშაული სრულად დაინახოს. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მტკიცებულებებს, სადაც ვხედავთ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურები და სუსი მონაწილეობენ.

ყველა სუბიექტის და ყველა ჩართულო აქტორის დაწვრილებით იდენტიფიცირება კიდევ მოხდება. ფაქტია, რომ ეს ამბავი არ არის ის, რადაც უნდათ რომ მოგვასაღონ. არავინ დაიჯეროს, რომ ვიღაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც შეიძლება არარსებულ ამბავზე გაბრაზდეს, მოვიდეს და საციხოდ გაიხადოს საქმე.

ამ ამბავში ყველაფერი გაირკვევა, ვის როგორ იყენებს, ვის რით აშინებენ, ვის რა მოტივაცია აქვს“, - განაცხადა მშვილდაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ.

მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს