ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები ,,სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს, სანქციების კოორდინატორის სპეციალურ თანაშემწეს, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დირექტორს, კუმარ აიერს, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს ,,სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სანქციების თავის არიდებაზე ფოკუსირებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების მიმართ.

სამუშაო შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს ინფორმაცია საბაჟო ფორმალობებისა და რისკის პროფილების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების/ კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ასევე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან/კომპანიებიდან მომავალი სანქცირებული საქონლის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება (ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები).

დელეგაციის წევრები, ასევე გაეცნენ საბაჟო-სასაზღვრო ინფრასტრუქტურას და ტვირთების დათვალიერებისთვის განკუთვნილ რენტგენო ინსპექტირების სისტემას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის