ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწავლო სატრენინგო ცენტრში თანამშრომელი გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრის თანამშრომელი ხანგრძლივ რეანიმაციული მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა, ვერ შეძლეს.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ცენტრის თანამშრომელი, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის, განვმარტავთ, რომ ცენტრის თანამშრომელს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში, ხანგრძლივ რეანიმაციული მკურნალობას გადიოდა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად, სასწავლო სატრენინგო ცენტრში გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ვალდებულია, გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გამოცდის მინიმალური ბარიერს ვერცერთ ჯერზე ვერ გადალახვას, მასთან შრომითი ურთიერთობების წყდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მიმდინარე წელს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, აღნიშნული თანამშრომლები ვერ გააგრძელებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საქმიანობას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება