ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული - საუკეთესო მეგობარი მომიკლეს და მე მაბრალებენ, რომ არ ვგიჟდები არ გიკვირთ?! - არასდროს ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია, მით უმეტეს, ბავშვობის მეგობრის მკვლელობას

ჩემი საუკეთესო მეგობარი მომიკლეს და მე მაბრალებენ, რომ არ ვგიჟდები არ გიკვირთ?! - არასდროს ვაღიარებ იმას, რაც მე არ ჩამიდენია, მით უმეტეს, ჩემი ბავშვობის მეგობრის მკვლელობას, - ამის შესახებ კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა ზურაბ კახიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ის იბრძოლებს ბოლომდე, რომ გაირკვეს რეალურად ვინ მოკლა ნოდარ ღუნაშვილი.

ზურა კახიშვილის განცხადებით, „ყველაფერი პროკურატურის შეთითხნილია“ და მას ნოდარ ღუნაშვილი არ მოუკლავს.

"ეს ყველაფერი არის პროკურატურის შეთითხნილი. ეს ამბავი რომ მოხდა, ჩვენ ყველა, მეგობრები ვიყავით პოლიციაში გარეთ, შემიყვანეს გამოკითხვაზე და მე და განყოფილების უფროსს კაპანაძეს მოგვივიდა სიტყვიერი და ფიზიკური უთანხმოება ერთმანეთში. ამის შემდეგ იწყება ჩემი ტანჯვა, წამება და ცემა თუ მე როგორ გავუბედე მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ამას არ მაპატიებდა. ამის შემდეგ 4-5 საათი მცემდა. სულ დალურჯებული ვიყავი. ქსანში გამაჩერეს ერთი თვე, რომ ეს სილურჯეები გამქრალიყო. ნაცემი ვიყავი იმის გამო, რომ მეღიარებინა ის, რაც მე არ ჩამიდენია.ჩემი საუკეთესო მეგობარი მომიკლეს და მე მაბრალებენ, რომ არ ვგიჟდები არ გიკვირთ?! - არასდროს ვაღიარებ იმას, რაც მე არ ჩამიდენია, მით უმეტეს, ჩემი ბავშვობის მეგობრის მკვლელობას.მე სიმართლე მაინტერესებს. უვადო მხოლოდ ღმერთია, ეს დაიმახსოვრეთ! ჩემი საუკეთესო მეგობარი მომიკლეს და დამაბრალეს, ასე ბინძურად. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არ გავჩერდები, მე ვიბრძოლებ ბოლომდე და სიმართლისთვის!" - განაცხადა ზურაბ კახიშვილმა.

აღნიშნულ პროცესზე სასამართლო სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილება 3 ივლისს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა მოკლულის მეგობარი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს მოკლული მამაკაცის მეუღლე - ქეთევან ჩხაიძე. დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი. 2021 წლის 3 დეკემბერს კი, გორის რაიონულმა სასამართლომ კახიშვილს უვადო, ჩხაიძეს კი 5,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით