კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი მოსამართლეს - ერთ შანსს გთხოვთ, რომ ჩემს შვილებთან იმაზე ადრე დამაბრუნოთ, ვიდრე სასჯელით არის გათვალისწინებული

ბატონო მოსამართლე, გთხოვთ ერთ შანსს, რომ ჩემს შვილებთან იმაზე ადრე დამაბრუნოთ, ვიდრე სასჯელით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ კასპში მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მეუღლემ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულმა ქეთევან ჩხაიძემ პროცესზე განაცხადა.

ქეთევან ჩხაიძე სააპელაციო სასამართლოში სხდომას დისტანციურად ჩაერთო.

„საქმე ჩემი ჩვენების საფუძველზე გაიხსნა. არცერთ პროცესზე თავი არ მიმართლებია. გამოძიებამ, პროკურატურამ და პირველი ინსტანციის სასამართლომ დანაშაულის დაფარვის მიზნით დამაკავა და ამავე მუხლით გამასამართლა. მე გულწრფელად მაქვს თქვენი იმედი. ბატონო მოსამართლე, გთხოვთ ერთ შანსს, რომ ჩემს შვილებთან იმაზე ადრე დამაბრუნოთ, ვიდრე სასჯელით არის გათვალისწინებული" , - განაცხადა ქეთევან ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა მოკლულის მეგობარი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს მოკლული მამაკაცის მეუღლე - ქეთევან ჩხაიძე. დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი. 2021 წლის 3 დეკემბერს კი, გორის რაიონულმა სასამართლომ კახიშვილს უვადო, ჩხაიძეს კი 5,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა