კელი დეგნანი - სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ - ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს

სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ კომპონენტების შეჩერებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ბრძოლის ველზე ხალხის მკვლელობის გაგრძელებაში ეხმარება. და სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ბევრ მათგანთან ბევრი წლის განმავლობაში გვიმუშავია - საბაჟო, სასაზღვრო პოლიცია, ბევრი სხვა, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რათა აკონტროლონ საქართველოში რა შემოდის და რა გადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა. და მესიჯი, რომელიც სანქციების კოორდინატორმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ზეწოლაა რუსეთისგან, რათა ეს ნაწილები მიიღოს და ერთ-ერთ გზა საქართველოს მსგავს მეზობელ ქვეყნებზე გადის. ასე რომ, მესიჯი არის: „მადლობა თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ამ სასიკვდილო ნაწილების ნაკადის შეჩერებაში და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლაში რუსეთი ახალი გზების პოვნას ცდილობს“, - განაცხადა დეგნანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო