ლევან სამუშია - რა მოლოდინი უნდა მქონდეს პრემიერად წოდებულისგან - მშიერს ეტყვის, მაძღარი ხარ და დაიჯერეო, ხალხი რომ საზღვარგარეთ გარბის, ალბათ, იტყვის, კარგი ცხოვრება მოჰბეზრდათო - მოქმედებენ პრინციპით - „ენას ძვალი არ აქვს“

პარტია „ლელო - საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, ლევან სამუშიას შეფასებით, ხვალ დაგეგმილ ყოველწლიურ ანგარიშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეცდება საზოგადოების დარწმუნებას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.

როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მოქმედებს შემდეგი პრინციპით - „ენას ძვალი არ აქვს“.

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს პრემიერად წოდებულისგან, ადამიანი გამოვა და მშიერს ეტყვის, მაძღარი ხარ და დაიჯერეო, გარდაცვალებაზე იტყვის ყველაფერი პირიქით არისო, ხალხი რომ საზღვარგარეთ გარბის, ალბათ იტყვის, კარგი ცხოვრება მოჰბეზრდათ და იმიტომ მიდიან ამერიკაშიო, რა უნდა თქვას, პრინციპით მოქმედებენ - „ენას ძვალი არ აქვს“. ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა“, -განაცხადა სამუშიამ.

გარდა ამისა, მან საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ალბათ, მათ მმართველი გუნდისგან რუსეთთან ურთიერთობისა და სანქციების საკითხებზე პასუხების მიღება სურდათ.

„ეს ადამიანები მოცლილები კი არ არიან, აქ თბილისის დასათვალიერებლად კი არ ჩამოვიდნენ, ბუნებრივია, რაღაც საკითხები დასაზუსტებელი იყო, საჯაროდ და პირდაპირ ეთერებში ამის განხილვა არ ხდება, მათ პასუხის მიღება უნდოდათ. რა ხარისხის და როგორი პასუხი მიიღეს, ამას ვნახავთ. გამიხარდება, თუ ჩვენი ქვეყანა სანქციების ქვეშ არ მოჰყვება, ეს ასეც უნდა იყოს. დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი ქვეყანა სანქციების ქვეშ არ მოჰყვეს. ჩვენთვის ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი და ძალიან მძიმე. წინ 2024 წლის არჩევნები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ესენი დამარცხდებიან და ყველაფერი თავის დემოკრატიულ კალაპოტს დაუბრუნდება“, - განაცხადა სამუშიამ.

ამასთან, ის ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებულ თავდასხმებს, მათ შორის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, მიშა მშვილდაძის ცემას გამოეხმაურა.

ლევან სამუშიას შეფასებით, ამით „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად გაჭრა წინასაარჩევნო კამპანიის ლენტი“ და ესეც არის ამ ყველაფრის ნიშანი.

„ვხედავთ, რომ სამართლებრივი ველიდან გადის ეს ხალხი და ქუჩისკენ მიჰყავს სიტუაცია, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდება, გაღვივება. ამან ძალიან გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერზე ფიქრიც კი არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა სამუშიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო