ბექა ფერაძემ პარლამენტს შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის მთავარმა შრომის ინსპექტორმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასულ წელს, არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

„2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი 41%-ით არის შემცირებული.

შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, 2022 წელს 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა, გაიცა 8728 მითითება და ჯამში, შედგა 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

შრომის უფლებების მიმართულებით კი, 1024 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, შედგა 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გაიცა 3369 მითითება.

რაც შეეხება საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შემუშავებულია და საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია 17 ნორმატიული აქტი.

ოთხ ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი.

ბექა ფერაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ