ნიკა სიმონიშვილი - ეკლესიას ამოფარებულებმა „ჯვაროსნული ლაშქრობა“ წამოიწყეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - არ შეიძლება პროდასავლურად მოაზროვნე ხელისუფლება ქუჩური გარჩევის წესებით მოქმედებდეს

„ჯვაროსნული ლაშქრობა“ წამოიწყეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათი პოლიტიკური ოპონენტები არიან. ეკლესიაზე ამოფარებულები წარმართავენ ამ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რითაც ქვეყანაში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ფიგურებზე, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა.

როგორც სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, არ შეიძლება პროდასავლურად მოაზროვნე ხელისუფლება ქუჩური გარჩევის წესებით იქცეოდეს.

„ვერბალური ძალადობა - რაღაც გაუგებარი მოიგონეს. შეიძლება ვისაუბროთ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა საერთოდ სხვა განზომილებაა. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ის რაზეც „ქართული ოცნებიდან“ საუბრობენ, ეს არავითარ შემთხვევაში ვერბალური ძალადობა არ არის, ეს მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ. მათ კარგად იციან, რომ ისინი, რაზეც საუბრობენ არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, უბრალოდ, ეს პოლიტიკურად მომგებიანია.

არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა მიმართულია პროდასავლურად განწყობილი ელექტორატის გადაბირებისკენ. პირიქით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ეჭვები, ვისაც აქვს დასავლეთთან დაკავშირებით, ასეთი ელექტორატის გული მოიგონ. არ შეიძლება პროდასავლურად მოაზროვნე ხელისუფლება იქცეოდეს ქუჩური გარჩევის წესებით, ემხრობოდეს „ძველბიჭური“ წესებით გარჩევებს, ქრისტიანობისთვის თუ კაცობის დაცვისთვის ძალადობას ამართლებდე. ეს არ არის სახელმწიფოებრივი, ქრისტიანული ქმედება“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი საზოგადოებაში დაპირისპირების კვალდაკვალ პოლარიზაციას აღრმავებს.

„ეს არის ხელისუფლების მხრიდან გაღრმავებული პოლარიზაცია. ხელისუფლების, საჯარო პირების მიმართ გამოხატული კრიტიკა, თუნდაც უხეში ფორმით კრიტიკა, ეს არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული“,- განაცხადა უფლებადამცველმა.

ამასთან, სიმონიშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კაპანია უკვე დაწყებული აქვს.

„რაც უფრო მეტად მოგვიახლოვდება არჩევნები ჩვენი ყოფა და პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. ვიტყოდი, რომ წინასაარჩევნო კაპანია „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ისეთი მესიჯების გაშვება, როგორიც არის: „ჩვენ ვიცავთ კაცობას, ვიცავთ ქრისტიანობას“. ე.წ. ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათი პოლიტიკური ოპონენტები არიან. ეკლესიაზე ამოფარებულები წარმართავენ ამ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“. მესიჯებით: „ჩვენ ვიცავთ ქრისტიანობას, ვიცავთ ეკლესიას“ შეეცდებიან არჩევნების მოგებას“,- განაცხადა სიმონიშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ძალადობის ფაქტები დაორგანიზებულია.

„წახალისება არის ერთ-ერთი ნაწილი იმ ყველაფრისა, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ეს არის ორგანიზებული ძალადობის ნაწილი“,- აღნიშნა სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო