30 ივნისს, ქარელის მუნიციპალიტეტსა და რამდენიმე სოფელს გაზის მიწოდება შეეზღუდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, 30 ივნისს, ბრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 30 ივნისის 10:00-საათიდან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქარელის მუნიციპალიტეტსა და შემდეგ სოფლებს: ბრეთს, წვერს, არადეთსა და საღოლაშენს.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის