ბათუმში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

ბათუმში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში, ბათუმში მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოფთალმოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკისა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით განხორციელდა.

„აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი ესწრებოდნენ. მათ ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ხათუნა ვარშანიძემ გააცნო ონკოლოგიაში 60 წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრის მძლავრი მატერიალურ - ტექნიკურ ბაზა, გამორჩეული ულტრათანამედროვე აპარატურის ფართო სპექტრითა და საუკეთესო ექიმებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, დავით ფაცაციამ მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკასა და მის დირექტორ ქალბატონ ხათუნა ვარშანიძეს, რომლის მხარდაჭერითაც მოვაწყვეთ ოფთალმოლოგიური აქცია დევნილი მოსახლეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ინიციატივით დავგეგმეთ სკრინინგული ღონისძიებები, რათა აჭარის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მიეცეს ჯანმრთელობის ზუსტი დიაგნოსტირებისა და სხვადასხვა დაავადებათა პრევენციის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო