დონალდ ტრამპი - პუტინი ჯერ კიდევ ძლიერია, თუმცა ის გარკვეულწილად დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში ევგენი პრიგოჟინის ამბოხების მცდელობის გამო, ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დასუსტდა.

”შეიძლება ითქვას, რომ ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ, მე ვიტყოდი, რომ ის, გარკვეულწილად, დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში მაინც”, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის მთავრობას ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.

ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ყველაფერი მოლაპარაკებას დაექვემდებარებოდა. აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა, რომლებმაც ენერგიული ბრძოლა აწარმოეს თავიანთი მიწის დასაცავად, დიდი აღიარება დაიმსახურეს.

"ვფიქრობ, მათ ექნებათ უფლება შეინარჩუნონ ბევრი რამ, რაც მოიპოვეს და ვფიქრობ, რომ რუსეთი ასევე დათანხმდება ამას. საჭიროა სწორი შუამავალი ან მომლაპარაკებელი და ჩვენ ახლა ის არ გვყავს", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია, რუსეთისა და უკრაინის შორის მშვიდობის დამყარება.

„ვფიქრობ, ყველაზე დიდი, რაც ახლა აშშ-მ უნდა გააკეთოს, არის მშვიდობის დამყარება - რუსეთისა და უკრაინის შეკრება და მშვიდობის დამყარება. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ამის გაკეთების დროა. მინდა, რომ შეწყდეს ადამიანების სიკვდილი ამ უაზრო ომის გამო“, - აღნიშნა ტრამპმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს