პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერით: „არა რუსულ მთავრობას“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.

მათი განცხადებით, ვინაიდან დღეს, 11:00 საათზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენაა დაგეგმილი, აპირებენ, რომ ანგარიშის წარდგენის პარალელურად ღარიბაშვილის გამოსვლა გააპროტესტონ. როგორც სამოქალაქო მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენელმა დავით სეხნიაშვილმა განაცხადა, მათ გარდა აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები, ოპოზიციური პარტიები და ის ადამიანები, რომელთათვისაც მმართველი პარტიის პოლიტიკა მიუღებელია.

ირაკლი ღარიბაშვილს დღეს წლის შეჯამება აქვს პარლამენტში. ვიცით, რომ ძალიან ბევრ ტყუილს იტყვის და გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს. ჩვენი შეკრების მიზეზიც სწორედ არის ის, რომ მშვიდად არ ჩავატარებინოთ ის მასკარადი, რის გამართვასაც დღეს ღარიბაშვილი პარლამენტში აპირებს", - განაცხადა დავით სეხნიაშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ადგილზე ცოტა ხნის ინციდენტი მოხდა. "ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა პრემიერთან დაკავშირებით ერთ-ერთი პლაკატის გამო ერთ-ერთ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მას შემდეგ, რაც დეპუტატს “ტვ. პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეს, ლევან მგალობლიშვილმა ჟურნალისტის მისამართითაც უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა