„თიბისის“ ტექ განათლების ზაფხულის კურსებზე 600 მოსწავლე სწავლობს

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ზაფხულის კურსებზე - მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნას - 600 სკოლის მოსწავლე სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია.

„სწორედ ამიტომ, „თიბისი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

ტექ განათლების მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას სწავლობენ. „თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, „თიბისის“ მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „უნილაბის“ დირექტორი, სანდრო ასათიანი აღნიშნავს, საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

„თუკი ჩვენ გვინდა რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, გზა უკეთესი საქართველოსკენ განათლებაზე გადის. ამიტომ, „თიბისისთან“ ერთდ, შევიმუშავეთ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი პროექტი ახალგაზრდებს იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს, რომელთა გამოყენებით ისინი თავიანთი იდეების განხორციელებას და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ“, - აღნიშნავს სანდრო ასათიანი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თიბისის“ განათლების პროექტი ხორციელდება „ჯეოლაბის“, „უნილაბის“, „ექსპლორიუმის“, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება „თიბისის“ მიერ.

ამასთან, „თიბისიში“ აღნიშნავენ, რომ სექტემბრიდან, „თიბისის“ ტექ განათლების კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. შემოდგომიდან „თიბისი“, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“