საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგა

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა.

„შეგახსენებთ, რომ უამინდობასა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა