კონკურენციის ეროვნული სააგენტო - ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის რიგით მერვე სხდომა გაიმართა.

ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

„შეხვედრა მიზნად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას ისახავდა.

აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ მიიღო.

სხდომაზე ძირითად საკითხად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, აღსრულების დინამიკა და გამოკვეთილი ტენდენციები განიხილეს. ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს