პრემიერი - ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს შეხვედრებისას ვარწმუნებ, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს ევროკავშირის მხრიდან მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება

მე ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს შეხვედრებისას ვარწმუნებ, რომ თუ ისინი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს ევროკავშირის მხრიდან მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ღარიბაშვილის განცხადებით, „სტატუსი სიმბოლური მნიშვნელობისაა“, მაგრამ შემდეგი ეტაპისთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, 12 ევრორეკომენდაციიდან, ფაქტობრივად, 11 უკვე შესრულებულია და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წლის ბოლოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად, ხმამაღლა თქვეს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ ბოლო 30 წელის განმავლობაში არ მოგვისმენია. ეს, შეიძლება ითქვას, ნიშნავს რეალურად, ჩვენი გუნდის მუშაობის ძალიან დიდ მიღწევას და დაფასებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი შემდეგი ეტაპისთვის. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვარწმუნებ, რომ თუ ისინი [საქართველოს] არ მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგის სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან დაშვებული. ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ვართ რეალურად შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კონკრეტული შედეგები მოაქვს. მინდა გითხრათ, რომ კოლეგების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს იზიარებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში