პრემიერი - გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ  დოლარის ღირებულების ღვინო

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება; 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 33%-იანი ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო.

„ღვინის ექსპორტი გაიზარდა სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში გვაქვს 30%-იანი ამერიკაში 28%-იანი ზრდა, ლატვიაში - 20%, გერმანია -34%, ესტონეთი 50%, იაპონია -68%, რუსეთი -50 %. ასე რომ, სულ, ჯამურად, კიდევ ვიმეორებ, შარშან გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი, ამით 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს ქართველმა მეწარმეებმა. ასევე იზრდება სპირტიანი სასმელების [ექსპორტი]. აქ ზრდა გვაქვს 57%-იანი, 48 მილიონ დოლარს აჭარბებს მიღებული შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა