პრემიერი - მომავალ წელს მოსახლეობის თითქმის 93% გაზიფიცირებული იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა, პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩვენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით.

ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოები. გაისად მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის რეკორდული მონაცემები, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერტიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს: მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება