პრემიერი - წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ, მათი სატელიტი, ბატონი ზურა - გირჩი, პირდაპირ ჩართულია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში, 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს

წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ, მათი სატელიტი, ბატონი ზურა - გირჩი, პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში, 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, თავდაცვის კოდექსი საკითხებს დაარეგულირებს და „მკრეხელური მღვდელმსახურების შემოღებას“ ვეღარ შეძლებენ.

„ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, თავდაცვის კოდექსია, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ძალიან მალე მიიღებს. ეს კოდექსი დაარეგულირებს ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხს. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იყო რეზერვის საკითხი და ზოგადად, ჯარში გაწვევის საკითხი. აქაც წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ, მათი სატელიტი, ბატონი ზურა -გირჩი, პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. ერთის მხრივ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან, ჩვენ, ხელისუფლება, გამოვდივართ, ვამბობთ, ჯარი უნდა გავაძლიეროთო, უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მეორეს მხრივ, არ მინდა გავიმეორო, რა მაგალითს აძლევს ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ, ალბათ, ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე, ყველაზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს, საოკუპაციო ხაზთან დადგნენ შარვალჩახდილები, შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, შექმნეს რაღაც ბანაკები და ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე ელაპარაკებიან. გესმით, რამხელა ფარისევლობასთან, ბოდიშით და რამხელა სიბინძურესთან გვაქვს საქმე? ამ სიბინძურის დასასრულებლად ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და მადლობა პარლამენტს მხარდაჭერისთვის, ქვეყანა დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს, ვეღარ შეძლებენ ვეღარც მკრეხელური ვითომ, მღვდელმსახურების შემოღებას და ა.შ. და ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ახალ სისტემაზე გადასვლას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი უნდა ჩართონ „ჯარის ბანაკებში“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრები.

„ჯამში, ჩვენ, ყოველ წელს, შევძლებთ, 4 ათასი ახალგაზრდით დავიწყოთ და შემდეგ რამდენიმე ათასზე ავიდეთ. ჩვენი გათვლებით, შეიძლება, 6-7 წლიან პერსპექტივაში, ყოველ წელს 10 000 რეზერვისტი მივიღოთ. ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი მომზადება სჭირდება. ჯარი ამისთვის ემზადება. ასევე, ვიწყებთ რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას, ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრი. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო ინიციატივებია. ასევე, ჩვენ დაწყებული გვაქვს „ჯარის ბანაკები“.

გვინდა, უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ჩავრთოთ „ჯარის ბანაკებში“, არა ზურა - გირჩის და თქვენს ბანაკებში, ამ ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ, რეალურად, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარის ბანაკებში.

ეს დაწყებულია, განათლების სისტემაში ამ თემის ინტეგრირება აქტიურად ხდება, აუცილებელია უფრო მეტი დრო დაეთმოს სკოლაში სამხედრო განათლებას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოგვცემს კონკრეტულ შედეგებს.

გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სისტემაში მოხდება. აღარ ექნებათ სალაპარაკო ოპონენტებს. მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო მათი მხრიდან, რომ ყარაულებად ვზრდით ჩვენს ახალგაზრდებს და ასე შემდეგ. ეს დასრულდება. ყველა სხვა ძალოვანი უწყება თანამშრომლებს საკონტრაქტო ხელშეკრულებით აიყვანს. წვევამდელებს მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში გავიწვევთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო