პრემიერი - სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ამ პროგრამის გაფართოება იმისთვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დაეხმაროს მთავრობა.

„ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორედ, ბანკებთან თანამშრომლობს. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი და ამ პროგრამის მოდიფიცირებაც არის დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს გავაფართოოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4,700 და ბენეფიციარებს ჯამურად 500 მლნ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდათ და ჩვენ დავუსუბსიდირეთ. 4700 ოჯახს დავეხმარეთ აი ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის