თსუ-ის რექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბუქარესტში გამართულ ფრანკოფონ რექტორთა კონფერენციაში მონაწილეობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ქართველ კოლეგებთან, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შალვა კირთაძესთან ერთად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) რექტორთა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს.

თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს AUF-ის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრას მონაწილეებს შორის დისკუსიების გზით და ამასთანავე, AUF-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას და მულტილინგვისტური კავშირების ხელშეწყობას.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, სლოვაკეთის, მაკედონიის, კოსოვოს და სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში