კოკა კაციტაძე - წლის განმავლობაში, 12 საქმიდან 8 პირი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულში ვამხილეთ

წლის განმავლობაში, 12 საქმიდან 8 პირი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულში ვამხილეთ, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა საქმეზე, სადაც პოტენციური დაზარალებული ჟურნალისტი იყო, საგამოძიებო სამსახურს სათანადო რეაგირება ჰქონდა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ამიტომ სპეციალური საგამოძიებო უწყება პარალელურ გამოძიებას ვერ დაიწყებს.

“მიხეილ მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირება მოხდა და მოძალადე პირი დაკავებულია. როგორც მოგეხსენებათ, ფაქტს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ჩვენ სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარი გვქონდა და როგორც მათ განმარტეს, თუ დანაშაულის სხვა ნიშნებიც გამოიკვეთება, საქმეს ჩვენთან გადმოგზავნიან.

მე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ. თუკი ფაქტზე ერთი გამოძიება უკვე დაწყებულია, პარალელური გამოძიება ვერ დაიწყება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ თუ საგამოძიებო უწყება სხვა უწყების ქვემდებარე დანაშაულს აღმოაჩენს, საქმე სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნოს.

ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც პოტენციური დაზარალებული ჟურნალისტი იყო, ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვქონდა. წლის განმავლობაში, 12 საქმიდან 8 პირი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულში ვამხილეთ”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ