ირაკლი ღარიბაშვილი - დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე - პროგრამის დაწყებიდან, 3 მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 7 მილიარდი ლარი

ეკონომიკის და საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, მეტი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართეთ ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილი არის და შეადგინა 880 მილიონი ლარი.

„მოგეხსენებათ, რომ ხარისხიანი და საყოველთაო, ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანდაცვის შემდგომი განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილი არის და შეადგინა 880 მილიონი ლარი. დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე. პროგრამის დაწყებიდან, 3 მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 7 მილიარდი ლარი. ანუ ჩვენი ქვეყნის 3 მილიონმა მოქალაქემ დაზოგა 7 მილიარდი ლარი ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ძალიან სერიოზული შედეგი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ აქტიურად და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ამ სერვისებს. ზოგადად შედარებისთვის, მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მონაცემი. 2012 წელს, მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები, თითქმის 75%-ს შეადგენდა, 2022 წელს ეს მონაცემები შემცირებული არის, 41%-მდე არის ჩამოსული, რაც რა თქმა უდნა მნიშვნელოვანი წინსვლაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის