პრემიერი -კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია, მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითაც ავტომობილების იმპორტი დარეგულირდება

კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია, მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითაც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა საქართველოს გარდა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტი არ შემოიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტიც.

„გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგადად, ჰაერის ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლოს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება. რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ჩვენს გარდა, რომელმაც ეს სტანდარტი არ შემოიღო. მე ვგულისხმობ ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღებას. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს.

ჩვენ სისტემატურად ვამოწმებთ საწვავის ხარისხს. ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს შემოწმება და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კვლავაც, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რომელიც რჩება ამ სფეროში, არის სწორედ ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამომდინარეობს გაუმართავი ავტომობილებიდან. მათ შორის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავკეტეთ ე.წ. კატალიზატორების ექსპორტიც, რომელიც ერთგვარ ბიზნესად იქცა. ხდებოდა ამ კატალიზატორების ამოღება მანქანებიდან და გასხვისება. ეს ჩაიკეტა. მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, დედაქალაქსა თუ მსხვილ ქალაქებში. ქვეყანა უნდა გახდეს განვითარებული, მოვლილი, გაციფრულებული, მწვანე ეკონომიკით და ეს რა თქმა უნდა, არის მიმართულება, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს ზოგადად ევროკავშირისგან და ზოგადად, ამ მიმართულებით მიდის ყველა განვითარებული ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება