მიშა მშვილდაძე - გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში - გვჭირდება ყველა კამერის ჩანაწერი, რომ არაფერი გამოგვეპაროს

გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, - ამის შესახებ „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ ბრიფინგზე მასზე თავდასხმის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მიშა მშვილდაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი კამერაა, საიდანაც ჩანაწერები უნდა ამოიღონ.

„მოვუწოდებ გამოძიებას, რომ აღარ დაელოდონ დაზარალებულის პოზიციის ოფიციალური წერილის მიწოდებას და ახლავე, პროაქტიულად დაიწყონ თუ სადმე კამერები არის გარშემო, ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება.

გამოძიებას ძალიან ვთხოვ, რომ იმოქმედოს პროაქტიულად, ეს განცხადება აღიქვან, როგორც ჩვენი პოზიციის მიწოდება, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა კამერის ჩანაწერი, რომ არაფერი გამოგვეპაროს“ , - განაცხადა მშვილდაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება