ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ხელფასები ჯარში და პოლიციაში 30-40%-ით არის გაზრდილი ბოლო ორ წელიწადში, იანვარში კიდევ 10%-ით გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს საამაყო პოლიციას მინდა მადლობა ვუთხრა და აქვე მინდა გავიხსენო, როგორ იქცეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები. ეს არის შიდა მტრების მიერ დაგეგმილი ქმედებები. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა. აქაც 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს პოლიციის ქალაქში ბინას. აქაც გვინდა, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აქცია, არამედ, ეს უნდა იყოს განგრძობადი და ჩვენს პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სოციალური გარანტიები და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ პოლიციელების დაფასებას და გაძლიერებას. 1200-ზე მეტი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადავეცით პოლიციას, შეიძინა სამინისტრომ ბოლო 2 წელიწადში. აქტიურად მიმდინარეობს მათი ბაზების, პოლიციის შენობების განახლება. ასევე, სამი ახალი ვერტმფრენის შესყიდვაზე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა. სამაშველო ვერტმფრენებზეა საუბარი, ევროპული ტიპის „ეარბასის“ ვერტმფრენებზეა საუბარი. პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ხელფასები ჯარში და პოლიციაში 30-40%-ით არის გაზრდილი უკვე ბოლო ორ წელიწადში, იანვარში კიდევ გაიზრდება 10%-ით და ჯამში 40-50%-იანი ზრდა გამოვა სულ რაღაც 3 წელიწადში, ჩვენი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებისთვის გახსოვთ, რომ დავიწყეთ ხელფასების 10%-იანი მატება. ახლა, იანვარშიც რომ მოვუმატებთ, ხელფასების 30%-იანი მატება გამოდის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება