თინა ბოკუჩავა - წილოსანი ახალისებს ძალადობას და სამარცხვინოა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდეს

წილოსანი ახალისებს ძალადობას და სამარცხვინოა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო წილოსანის გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში ყველა ოპოზიციური ძალა მომხრეა, რომ წილოსანმა ეს პოსტი დატოვოს.

„ჩვენც გვქონდა ეს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, მხარს უჭერს ყველა ოპოზიციური ძალა პარლამენტში. ეს ადამიანი პირდაპირ ახალისებს ძალადობას, მათ შორის, ძალადობას ქალი დეპუტატების წინააღმდეგ საპარლამენტო დარბაზიდან. მხარს უჭერს ისეთ პირებს, როგორიცაა შალვა რამიშვილი, არასდროს რეაგირებს ძალადობის ფაქტებზე პარლამენტს შიგნით თუ გარეთ, შესაბამისად, სამარცხვინოა, რომ იკავებდეს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა