ალუდა ღუდუშაური - საერთაშორისო პარტნიორებმა იციან თუ არა, რომ ამ ვაჟბატონებმა, ქალბატონებმა და ცრუპენტელებმა რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობა არ მიიღეს?! - მეტიც, ღიად იძახიან, რომ თურმე ქვეყანა უნდა დაზიანდეს

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იციან თუ არა ის, რომ, აი, ამ ვაჟბატონებმა, ქალბატონებმა და ცრუპენტელებმა, დანარჩენს მერე გამოსვლის დროს ვიტყვი, ვინც არიან ისინი, საერთოდ არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობა არ მიიღეს?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, პრემიერის წლიური ანგარიშის ძირითადი ნაწილი მოქალაქეებისთვის „დოვლათის შექმნას“ ეხება.

„ბატონო პრემიერო, ჩვენი ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, თორემ ამათ[ოპოზიციას] რომ არაფერი ესმით და ვერაფერი ისწავლეს, იმ წყევლისა არ იყოს, „არც თავისი იცოდეს და არც სხვისი ესმოდეთ“ იმ დღეში არიან, ეს ვიცით. მინდა ვთქვა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც მაგათ დროს ეშმაკი ფეხს მოიტეხდა, პრაქტიკულად საერთოდ ახალი დავწერეთ და მივიღეთ, რომელიც არის ევროპული, ძალიან მაღალი სტანდარტის. თქვენი გამოსვლის და ანგარიშის ძირითადი ნაწილი არის ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის დოვლათი შექმნა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში და ჩვენი საერთო ძალისხმევით. აი ამათ, თითი თითზე არ დაუდიათ, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის. [იყო] უამრავი შეხვედრა და საერთოდ არ გვინახავს ისინი, აი, ის რომ არის ის და კიდევ...არცერთი! ასევე მაინტერესებს მეორე საკითხი, რომელიც უკვე თქვენი მისამართით არის. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იციან თუ არა ის, რომ, აი, ამ ვაჟბატონებმა, ქალბატონებმა, ცრუპენტელებმა, დანარჩენს მერე გამოსვლის დროს ვიტყვი, ვინც არიან ისინი, იციან, თუ არა, რომ საერთოდ არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობა არ მიუღიათ?! მეტიც, დღენიადაგ, უკვე საჯაროდ და ღიად იძახიან, რომ თურმე უნდა დაზიანდეს ქვეყანა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო