ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სურვილია, 2024 წლის გვქონდეს ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების პასპორტი, არსებული უკვე მოძველებულია

ჩვენ მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დავიწყეთ, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქაც შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, დავატრენინგეთ ახალგაზრდები და ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

მობილური იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ასევე ძალიან მალე იქნება დასრულებული შესაბამისი აპლიკაცია, რათა ყველა ეს სერვისი მოქალაქეებმა მიიღონ ონლაინ. ასევე ვმუშაობთ ახალი ეროვნული პასპორტების განახლებაზე. ჩვენი სურვილია, რომ 2024 წლის გვქონდეს ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების პასპორტი, არსებული უკვე მოძველებულია“, - განაცხადა პრემიერმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის