ირაკლი კობახიძე - მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს - კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს

მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს, კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი და მშვილდაძეს „პოლიტიკური მიზანი აქვს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, მშვილდაძემ ცემა დაიმსახურა თუ არა, კობახიძემ ასე უპასუხა:

„თქვენ თუ გაგება არ შეგიძლიათ, ვერ გაიგებთ ვერასდროს. თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია, ხელისუფლება, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა? ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი? მაგრამ მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი? დამთავრებული ამბავია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ ამ ქვეყანაში შუღლს. იგივე მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში, სხვებიც. შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი. არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი, არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე, თუ ის ადამიანი, ვინც მშვილდაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ერთი და არც მეორე, არ არის სამოქალაქო აქტივისტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა