მაუწყებლის მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და ე.წ. პასუხის უფლების რეგულირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღარ მოახდენს - ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

მაუწყებლის მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და ე.წ. პასუხის უფლების რეგულირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღარ მოახდენს.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც კანონის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა უქმდება.

კანონით გათვალისწინებული ნორმების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხორციელდეს.

ამ თვალსაზრისით, “მაუწყებლის შესახებ“ კანონში 2022 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების კორექტირება მოხდა.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, მსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. კერძოდ, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს ჯარიმის ნაცვლად, დაეკისრებათ წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც ეს არის დაწესებული “მაუწყებლობის შესახებ" კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის.

ჯარიმის დაკისრება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე არ მოხდება. ყოველი მომდევნო დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს.

როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მიღებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული ხარვეზები აღმოფხვრა მოხდა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა