ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონმა მერაბიშვილმა თქვა, რომ დაიწყებს ომს, ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? - საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად, ეს იყო თქვენი ბინძური, მზაკვრული გეგმა, რომელიც ჩაგივარდათ

ბატონმა მერაბიშვილმა თქვა, რომ იგი დაიწყებს ომს. ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? დღეს, ეს კაცი კეზერაშვილთან ერთად არის არაფორმალური მმართველი. აბა, ახლა, ბატონი „ქურქუმალი“ რომ არ არის ლიდერი ჩვენ ხომ კარგად ვიცით? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშით წარსდგა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომის დაწყების შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

„რამდენიმე კვირის წინ ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხს ინტერვიუს აძლევს. რა თქმა უნდა, საუბრობს ხელისუფლების შეცვლაზე და ამბობს, რომ დაიწყებს ომს. მე ციტირება არ მინდა, მაინც და მაინც, გავაკეთო. მედიას საშუალება აქვს ეს განცხადება ამოწიოს. ადასტურებს მზაობას, რომ გახსნის ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი. მე ფაქტებით გელაპარაკებით. თქვენ საუბრობთ მარტო პირადი შეურაცხყოფებით იმიტომ, რომ ამაშიც ჩანს, რომ უკვე ფსკერს ქვემოთ ხართ. საერთოდ გაუბედურებულები, გასაცოდავებულები ხართ და არაფერი გაქვთ სათქმელი არც საქმეზე და საერთოდ არაფერზე. ბატონმა მერაბიშვილმა თქვა, რომ იგი დაიწყებს ომს. ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? დღეს, ეს კაცი კეზერაშვილთან ერთად არის არაფორმალური მმართველი. აბა, ახლა, ბატონი „ქურქუმალი“ რომ არ არის ლიდერი. ჩვენ ხომ კარგად ვიცით?“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან მიმართა ოპოზიციას, თუ რატომ არ აქვთ რეაქცია.

„რატომ არავის გაქვთ რეაქცია? რატომ არ აქვთ რეაქცია? ე.ი. ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ ქვეყანას ომი ვერ აარიდა, ტერიტორიები დაკარგა და ა.შ. ოპოზიციაში გადავიდა და ოპოზიციიდან დღეს,ასეთ რთულ ვითარებაში, მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, რომ გამოდიხარ და ვიღაცა ხარ და ამბობ, რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესს ემსახურები, საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ და როგორ ბედავ ამას! ჩვენ გვეკითხებიან და ბრალს გვდებენ, თითქოს ჩვენ მოვიგონეთ ეს ყველაფერი. თქვენი სიტყვით, თქვენი პირით აღიარეთ ეს ყველაფერი. მერაბიშვილი გამოვიდა, პირადად თქვა, დაადასტურა მზაობა. ამ ნაწილზე დასკვნის სახით მინდა ვთქვა, ეს ადამიანები, აი, ეს მავნებელი შიდა მტრები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, აქ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ დღეს აქ ვისხდებოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. საქართველო არის პატარა ქვეყანა, უკრაინა ათჯერ დიდია და ა.შ. საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად. აი, ეს იყო თქვენი ბინძური, მზაკვრული გეგმა, რომელიც ჩაგივარდათ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა. თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო