ოთარ გრიგოლია - საბედნიეროდ, წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია

დღეს, პრემიერ-მინისტრი არის ძალიან ძლიერი, გუნდი „ქართული ოცნება“ არის ძალიან ძლიერი და საბედნიეროდ, ამას ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს , - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში გააკრიტიკეს.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი წელია 10 % იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

„ხაზგასასმელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები, როგორ იცით ბოლო ორი წელია 10 % იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მნიშვნელოვნად შემცირებულია სიღარიბე. იგეგმება ძალიან მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება. სამწუხაროდ, თქვენ არ გინდათ დაინახოთ ის, რაც რეალურად ამ ქვეყანაში კეთდება და ის წარმატება რაც რეალურად გვაქვს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ სხდომაზე.

ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია.

"გასაგებია თქვენი აგრესია პრემიერ-მინისტრის მიმართ, ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ ერთი რამე ცხადია, საბედნიეროდ, წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია და მოსახლეობის განწყობაც ამისი უტყუარი დასტურია" , - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება