პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერი წლიური მოხსენების ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, კვლავ ხმაური იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერი წლიური მოხსენების ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, კვლავ ხმაური იყო.

უფრო კონკრეტულად სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ხმამაღალი რეპლიკები, ბაღებში ლგბტ პროპაგანდის თაობაზე პრემიერის განცხადებას მოჰყვა. დეპუტატებმა, მათ შორის ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პრემიერს მიმართეს, რომ შესაბამისი ფაქტები დაასახელოს. ოპოზიციონერების მხრიდან შეძახილებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა. მან ხათუნა სამნიძეს მოუწოდა, მომხსენებელს მოუსმინოს და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზს დაატოვებინებს.

„ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], როდესაც მომხსენებელი საუბრობს, ადგილიდან საუბარი არ უნდა იყოს. ტენდენციად იქცა თქვენი ქცევა. დაგატოვებინებთ დარბაზს. ორი საათი მიმდინარეობდა კითხვების დასმა, აქედან მინიმუმ ერთი საათი იყო ოპოზიციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრი გისმენდათ ორი საათი ისე, რომ არავის შეგპასუხებიათ. მოისმინეთ და მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ, არ ეთანხმებით? - გექნებათ საშუალება გამოხვიდეთ. ქალბატონო ხათუნა და თამარ [კორძაია] - ორი ქალბატონი ბრძანდებით, ხომ შეიძლება ორმა ქალბატონმა დეპუტატმა კულტურა გამოიჩინოთ და მიკროფონის გარეშე, ყოველ მეორე წინადადებაზე ჩაჩრა არ იყოს? გაქვთ ამის მინიმალური კულტურა?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება