ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს, აქ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ - წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ, გამოვიდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით და ა.შ. ყურადღებით, წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო. ნურაფრის ილუზიები გექნებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთში მომხდარ შიდადაპირისპირებაზე და მასთან დაკავშირებით საქართველოში ოპოზიციის რეაქციაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას „თვალის ჩინივით უფრთხილდება“.

„ასეთ ვითარებაში ჩვენ ჩვენ ქვეყანას თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ ბავშვს და ამ ადამიანებს ჩვენ ქვეყანას ხელმეორედ არ დავანგრევინებთ. ერთხელ დაანგრიეს და ახლა, მეორედ უნდათ რომ დაანგრიონ. წარმოგიდგენიათ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ მოწოდებებით გამოვიდნენ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით და ა.შ. ყურადღებით, წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო. ნურაფრის ილუზიები გექნებათ. სახელმწიფო დაუნდობელი და უკომპრომისო იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შენარჩუნება, განმტკიცება სჭირდება. ერთი რამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ არავის დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედვინებთ. ამ სიტუაციაში გვჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება! აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არიან, ეს რისკები, რა თქმა უნდა, შემცირებულია, თუმცა საფრთხეები, ბუნებრივია, არსებობს, როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე ქვეყნის შიგნით შიდა, მტრული ძალების, აი, ამ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომელსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით, ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას