აჭარაში, კოლეჯ „ბლექსიში“ ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

საქართველოს რეგიონებსა და თბილისში არსებული კოლეჯები, ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ბლექსი“, ერთ-ერთი კოლეჯია, რომელსაც წელს პირველად, ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები ჰყავს.

„ბლექსიში“ „სასტუმრო მომსახურებისა" და "კომპიუტერული ქსელის და სისტემების" ინტეგრირებული პროგრამების პროფესიული სტუდენტებისთვის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, კოლეჯის ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულთა ნაწილი წელს ბედს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცდის. ნაწილი უკვე დასაქმდა ან სტაჟირებას გადის კოლეჯ "ბლექსის" პარტნიორ ორგანიზაციებში.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების სისტემას, 2020 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ, წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები. თითქმის 15 წლიანი საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრის შემდეგ, პროფესიულ განათლებაში განხორციელდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტის (მე-10, მე-11 და მე-12 კლასების საგნების) წარმატებული ინტეგრირება, რამაც ქვეყანაში გააჩინა საბაზო განათლების შემდეგ სრული ზოგადი განათლების მიღების სრულფასოვანი, ალტერნატიული გზა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლება კიდევ უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა ყველა სახის საჭიროების მქონე პირისთვის. ვინაიდან ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი და ამავდროულად მოთხოვნადი პროფესიას დაეუფლონ პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომით, მიიღონ სწავლის სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან, რაც განათლების შემდგომ სახეფეხურზე გაგრძელების საშუალებას იძლევა. ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელია.

ყოველწლიური მზარდი ტენდენციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები (26 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) ახორციელებენ 85-ზე მეტ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 1500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე.

ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩაბარება შეუძლიათ საბაზო (9 კლასის) ზოგადი განათლების მქონე ყველა პირს​, საქართველოს მასშტაბით, 20 -ზე მეტი სახის პროგრამაზე, მათ შორის ისეთ მოთხოვნად პროფესიებზე როგორებიცაა:

გრაფიკული დიზაინი;

ლოგისტიკა;

ვებტექნოლოგიები;

სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება და სხვა.

ამჟამად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისიდან 10 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი, როგორც ონლაინ ვებგვერდზე www.vet.emis.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს