პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს ზუსტად 5 საათი ვუსმენდი და ადამიანმა სიძულვილის, შეურაცხყოფის, ზიზღის საკუთარი რეკორდი მოხსნა

ღარიბაშვილს ზუსტად 5 საათი ვუსმენდი და ადამიანმა სიძულვილის, შეურაცხყოფის, ზიზღის საკუთარი რეკორდი მოხსნა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი ამ ძალადობის წახალისებით იყო დაკავებული, კასპში ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

„20 წუთი ილაპარაკა საქართველოს განვითარებაზე, გაკეთებულ საქმეებზე, დანარჩენი ოთხსაათ ნახევარი ოპონენტებს ლანძღავდა. როცა ღარიბაშვილი აქ გამოდიოდა ამ სიძულვილის რიტორიკით და უმრავლესობის წევრები ტაშის კვრით, ამ ძალადობის წახალისებით იყავით დაკავებული, კასპში ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, მათ შორის არა უბრალო მოქალაქეები, არამედ კასპის საკრებულოს წევრები, კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი. უნდა იცოდეთ მარტივი სტანდარტი, ვინც ძალადობას, ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის და არ გირჩევთ. არ არის ეს ის სტანდარტი, რაც საქართველოს სჭირდება. განა ვერ აგყვებით ამ ცილისწამებასა და ზიზღში, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება. ეს არ არის საქართველოს მოქალაქის დაკვეთა, რომ აქ ჩვენ ერთმანეთს ზიზღის ენით ვესაუბროთ. წულუკიანის სიძულვილის და შეურაცხყოფის რეკორდიც კი მოხსნა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რუსეთზე მოწიწებით საუბრობს და რუსულ საქმეს აკეთებს.

„რუსობა არ არის, როდესაც დასავლელ პარტნიორებზე, დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ამბობთ, რომ საქართველოში სიძულვილის გაღვივება უნდათ, პირდაპირ გეკითხებით, ეს არ არის რუსული საქმე?“, - მიმართა მანჯგალაძემ უმრავლესობას.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება